LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა ალა-ვიქტორიამ კირკოროვს უჩვეულო მიმართვა გაუგზავნა

32

რუსული პოპ-ესტრადის მეფე, ფილიპ კირკოროვი ამჟამად საგასტროლო ტურნეში იმყოფება და ამის გამო შვილებთან კონტაქტს მხოლოდ გაჯეტების საშუალებით თუ ახერხებს. პატარები უკვე ერკვევიან თანამედროვე ტექნოლეგიებში და მამასთან საკონტაქტოდ მუდმივად მზად არიან.

პატარა ალა-ვიქტორიამ ისიც კი მოახერხა, რომ ვიდეო ჩაეწერა, რომლის დახმარებითაც ფილიპს დედის, ვიქტორია კირკოროვის დაბადების დღე მიულოცა. მომღერალი იმდენად აღფრთოვანებული დარჩა პატარა ალას ამ საქციელით, რომ ვიდეო სოც-ქსელში განათავსა.

”მამა, გამარჯობა. დღეს ბებიას ვიქტორიას დაბადების დღე აქვს! მამა, მე შენ ძალიან მიყვარხარ” – ამბობს ვიდეოში ალა-ვიქტორია.

აქვეა ფილიპის რეაქციაც ვიდეოზე: ”დიახ, სავარაუდოდ ყველაზე მთავარი მილოცვა დედას! სწორედ ასე უნდა დასრულებულიყო ვიქტორიას დაბადების დღე, რომელსაც მე მისგან 1000 კილომეტრით მოშორებით შევხვდი” – დააკომენტარა მომღერალმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები