LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“ – ადამ ლივაინმა ბრალდებებზე პირველი კომენტარი გააკეთა

635
page

რამდენიმე დღის განმავლობაში ადამ ლივაინზე ქალბატონების მხრიდან არაერთი „თავდასხმა განხორციელდა“. ისინი არტისტს ცოლიანი მამაკაცისთვის შეუფერებელ ქცევაში, ინტიმური, უხამსი ხასიათის შეტყობინებების გაგზავნასა და ფლირტში ადანაშაულებენ. მუსიკოსმა მოიკრიბა ძალა და გამბედაობა და ბრალდებებზე პირველი კომენტარიც გააკეთა.

„მე რომანი არავისთან მქონია, ჩემი ცოლისთვის არასდროს მიღალატია, თუმცა ვაღიარებ, ზღვარს გადავსულვარ. ძალიან გულუბრყვილო და სულელი ვარ, რომ საფრთხის ქვეშ დავაყენე ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ეს უდიდესი შეცდომაა, რაც კი მე ოდესმე ჩამიდენია. მე ასე აღარ მოვიქცევი. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, ჩვენ ამ ეტაპს ერთად გადავლახავთ“, – დაწერ ადამმა „ინსტაგრამ სთორიში“.

„უხამსს შეტყობინებებს მწერდა და მთხოვდა, ერთი დღე სრულიად შიშვლებს გაგვეტარებინა – ადამ ლივაინს, ცოლიანი მამაკაცისთვის შეუფერებელ ქცევაში იოგას ტრენერი ამხელს 

Maroon 5-ის ფრონტმენმა ადამ ლივაინმა ორსულ მეუღლეს უღალატა, მას შვილისთვის ახალი გულისწორის სახელის დაერქმევა სურს

უდარდელი ღიმილი თუ მოჩვენებითი გულგრილობა? – ადამ ლივაინი და მისი ორსული ცოლი სკანდალური ბრალდებების შემდეგ პირველად გამოჩნდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები