ამჟამად, ქართული პასპორტით მოგზაურობა უვიზოდ 115 ქვეყანაშია შესაძლებელი. საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-მა PassportIndex-ის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 2021 წლის მეოთხე კვარტალს ეხება. ამ შედეგებით პასპორტის მსოფლიო ინდექსში 200 ქვეყანას შორის საქართველოს 55-ე ადგილი უკავია.
აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი მცირედით გაუარესებულია მეორე კვარტალთან შედარებით, როდესაც საქართველო 50-ე პოზიციაზე იმყოფებოდა და ქართული პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 116 ქვეყანაში იყო შესაძლებელი.
2021 წლის მეოთხე კვარტლის რეიტინგში, საქართველოს მეზობელ ქვეყნებზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს. კერძოდ, თურქეთი 57-ე ადგილზეა 110 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით, აზერბაიჯანი 80-ე ადგილზეა და აქედან უვიზოდ გამგზავრება 68 ქვეყანაშია შესაძლებელი, სომხეთიდან კი 64 ქვეყანაში და ეს უკანასკნელი რეიტინგის 84-ე პოზიციაზე იმყოფება.