”პარტიზანული მებაღეობის” ხელმძღვანელი ნატა ფერაძე, ყაზბეგის #24 ნომერში ხეების მოჭრის გამო, თბილისის მერიასთან შიმშილობას განაგრძობს.
ფერაძე მოითხოვს, გადადგეს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი და მისი მოადგილე.
ასევე, მისივე თქმით, უნდა დაიწყოს გამოძიება, თუ რატომ მოხდა ასეთი ფაქტები არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ ათეულობით სხვა ფაქტებზე.
როგორც ”პარტიზანული მებაღეობის” აქტივისტმა განახადა, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შიმშილობა გაგრძელდება.
ნატა ფერაძემ თბილისის მერიასთან შიმშილობა გუშინ დაიწყო.