LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიული ტელევიზიები აპირებენ ჩანაწერების გავრცელებას – საქმე ეხება 2011 წლამდე ჩანაწერებს: ირაკლი კობახიძე

88
ირაკლი-კობახიძე

„პარტია ქართული“ ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „პარტიული ტელევიზიები აპირებენ ჩანაწერების გავრცელებას – საქმე ეხება 2011 წლამდე ჩანაწერებს“. როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას კობახიძემ განმარტა, ჩანაწერებში ერთ-ერთი მოსაუბრე მხარე არის გიგა ჩრდილელი, ვანო მერაბიშვილის აგენტი, რომელიც შეგზავნილი იყო „ქართუში“.

მისივე თქმით, ჩანაწერებში, რომ რაიმე მაკომპრომეტირებელი იყოს, მას 2011-12 წლებში გამოიყენებდნენ და 10 წელი არ შეინახავდნენ.

„როგორც ჩანს აქვთ განზრახვა, რომ როდესაც შეუტევენ ყოფილ თავმჯდომარეს, ამით „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას მოახდენენ. ანონსი ვნახე, აპირებენ ჩანაწერების გავრცელებას და სინამდვილეში აქ საქმე ეხება მაქსიმუმ 2011 წლამდე ჩანაწერებს, რადგან ერთ-ერთი მოსაუბრე მხარე არის გიგა ჩრდილელი, ეს არის ის ადამიანი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა პირველი წერილში მან გაშიფრა გიგა ჩრდილელი როგორც ვანო მერაბიშვილის აგენტი, ის იყო შეგზავნილი „ქართუში“ და ასეთი ადამიანის აუდიო ჩანაწერები აქვთ ახლა გამოტანილი. ამაში რომ იყოს რამე მაკომპრომეტირებელი, 2011-12 წლებში პირველ რიგში გამოიყენებდნენ, 10 წელი ამას არ შეინახავდნენ. აქედან ჩანს, რომ აბსოლუტურად უსუსურია მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ განახორციელონ დისკრედიტაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები