LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიების დაფინანსების კანონპროექტს დღეს კენჭი მეორე მოსმენით ეყრება

56
თბილისი-საქართველოს-პარლამენტი

პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს დღეს კენჭი მეორე მოსმენით ეყრება.

უმრავლესობა საკუთარი დოკუმენტის დადებით მხარეებზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და მის მიზნად მომავალში პოლიტიკური საბოტაჟის თავიდან აცილებას ასახელებს.

კანონპროექტი დამტკიცების შემთხვევაში მომავალი წლის თებერვლიდან შევა ძალაში.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით პარტია, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, დაფინანსებით და სხვა პრივილეგიებით ვეღარ ისარგებლებს.

ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას დასჯის ერთ-ერთ საშუალებად აღიქვამს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები