საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პარტიების დაფინანსების კანონპროექტით ბოიკოტი არ იზღუდება, საქმე ეხება ამომრჩევლის ნების არ შესრულებას და დემოკრატიასთან წინააღმდეგობაში მოსვლას.
უნდა შეუწყდეთ თუ არა დაფინანსება დეპუტატებს, რომლებიც არ იმუშავებენ - რას ფიქრობენ პარლამენტის წევრები
„პარტიას, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს, ლეგიტიმურია, რომ დაფინანსება შეუწყდეს“ - ოხანაშვილი
მისი თქმით, ოპოზიცია ტერმინებით მანიპულირებს, როცა აქცენტი ბოიკოტის უფლებაზე გადააქვს.
„ეს კანონპროექტი ძალაში 2022 წლიდან შევა. ოპოზიცია ხშირად ამბობს, რომ პოლიტიკური ბოიკოტის უფლება უნდა გვქონდესო. დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ბოიკოტი არსებობს რეგლამენტში და ბოიკოტის გამო არანაირი სანქცია არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკისრება.
ტერმინებით მანიპულირება არ უნდა იყოს. კანონპროექტით საქმე ეხება იმას, რომ როცა პოლიტიკური პარტია მანდატს მიზანმიმართულად არ იყენებს, ამომრჩევლის ნებას არ ასრულებს და ინსტიტუციების დანგრევას ეწევიან, ევროპის საბჭოს შესაბამის რეზოლუციაშიც არის ეს ნახსენები, როცა პარტია წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ამ შემთხვევში ბიუჯეტის თანხა ვერ მოხმარდება ასეთი მიზნების განხორციელებას. სხვა უფლებები არანაირად არ იზღუდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კამათი მიმდინარეობს, უნდა იღებდნენ პარტიები დაფინანსებას იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ.