საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა რომ ყველა პარტია თავის საარჩევნო სიაში ადგილებს ყიდის. სააკაშვილის თქმით, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად უკრაინაში არჩევნებში მონაწილეობა არ სურს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პარტიები პირებს, ვინც ადგილებს ყიდულობს, ინვესტორებს უწოდებენ და აღიარებენ, რომ აქვთ 10, 12, ან 16 ადგილი ინვესტორებისთვის.
ექს-პრეზიდენტის თქმით, ამას მხოლოდ პრეზიდენტის პარტია „ხალხის მსახურზე“ ვერ იტყვის, რადგან ამ პარტიაში გაწევრიანებისკენ ხალხი რეალურად მიილტვის.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, სიაში ადგილების ფასები საშუალოდ ნახევარი მილიონიდან სამ მილიონ დოლარამდე მერყეობს.