LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია “საქართველოსთვის” წევრი გელა აბულაძე მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

53
საქ

პარტია “საქართველოსთვის” წევრი გელა აბულაძე მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

„სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პოლიტპატიმარი გელა აბულაძე უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლა.

სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ არ არსებობდა გელა აბულაძის პატიმრობაში დატოვების არცერთი საფუძველი.

წალენჯიხაში საკრებულოს წევრი და პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი გელა აბულაძე 2021 წლის 28 მარტს სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ დაუფლების ბრალდებით დააკავეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები