LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” სოციალური მომსახურების სააგენტოს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

47

პარტია”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” სოციალური მომსახურების სააგენტოს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს.

პარტიის წევრების ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი მიენიჭა 17 ათას 125 ადამიანს.

“მიუხედავად „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მოწოდებისა საქართველოს მთავრობა, წინასაარჩევნოდ აგრძელებს მანიპულირებას სოციალურად დაუცველი ადამიანებით და ბოლო ორი თვის განმავლობაში, დამატებით 17,125 ადამიანს დაუნიშნა სოციალური დახმარება. ეს არის მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც დახმარება ბევრად ადრე ეკუთვნოდა, მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად მთავრობამ, სოციალური დახმარების გაცემა მხოლოდ არჩევნების წინა პერიოდში დაიწყო“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი პაპავამ.