პარტია „ევროპული საქართველო“ დღეს პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს. ღონისძიება 18:00 საათზე, ქუთაისში, სპორტის სასახლეში გაიმართება.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ოთარ კახიძის განცხადებით, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი სასიამოვნო სიურპრიზი იქნება საზოგადოებისთვის და ერთ-ერთი ფავორიტი საპრეზიდენტო არჩევნებში.
არსებული ინფორმაციით, პარტიის სახელით დავით ბაქარაძე იქნება წარდგენილი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის უკვე ცნობილია გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი. ათმა პოლიტიკურმა პარტიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში წარადგინა.
ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს კანონით დადგენილ ვადაში დაასახელებს.