საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები ადგილზე კარვებს შლიან. როგორც “ფორტუნას” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქტივისტებს ამ დროისთვის, ათამდე კარავი აქვთ გაშლილი. თუმცა, მათი განცხადებით, არ არის გამორიცხული დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე კარავი დაამატონ.
კარვის გაშლა პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა, რითაც აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ უცვლელ მოთხოვნებს – პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას.
ამ დროისთვის, აქციის აქტიური ფაზა დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლები ამ ეტაპზე შეწყვეტილია, ადგილზე მოქალაქეთა ნაწილი მაინც რჩება.
ოპოზიციამ დღეს აქციაზე საერთო განცხადება გაავრცელა და მთავარ მოთხოვნებზე ისაუბრა. ცნობილია, რომ ხელისუფლების ოპონენტები უცვლელი მოთხოვნებით 2 მარტს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ.
ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა.
ამავე თემაზე:
“თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ” – ნიკა მელიას წერილი ციხიდან