LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან “პალიტრანიუსის” ოპერატორს თავს დაესხნენ

90
1

პარლამენტთან “პალიტრანიუსის” ოპერატორს თავს დაესხნენ.

ინფორმაციას და დაზარალებულის ფოტოს “მთავარი არხი” ავრცელებს.

ოპერატორ ბექა მშვილდაძეს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, აღიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს ფეისბუქმომხმარებელი Tornike Khurtsidze.

ბექა მშვილდაძის თქმით, აგრესიულად განწყობილი მამაკაცი მედიის წარმომადგენლების მისამართით იგინებოდა, მან მამაკაცს ჰკითხა მიზეზი, თუ რატომ აყენებადა შეურაცხყოფას, რის შემდეგაც მან ოპერატორს ხელი დაარტყა:

“აგრესიულად არიან განწყობილნი. იგინებოდნენ. ვიკითხეთ, რატომ იგინებით-თქო და დაგვარტყეს. უკვე დაკავებულია.” – თქვა მშვილდაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები