LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან კიდევ ერთ კარავს ამატებენ – ხვალ აქცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაიმართება

79
BeFunky-collage (5)

პარლამენტის წინ შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები ხვალიდან პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. როგორც მოძრაობა “საქართველოსთვის” დამფუძნებელმა ლაშა ხუსკივაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალ, 12:00 საათზე ისინი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას გამართავენ.

2 მარტს პარლამენტის, 5 მარტს კი კანცელარიის შენობის პიკეტირებას ვგეგმავთ – ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ცნობილია

პარალელურად, აქციაზე კიდევ ერთ კარავს ამატებენ. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოსთან ათზე მეტი კარავია გაშლილი.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ პლაკატები, დროშები. ისინი მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ და ღამეს კარვებში ათენებენ.

მოთხოვნები კი უცვლელია – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

„ლელოსთვის“ პიკეტირება კანონთან შესაბამისობაში არ არის – გრიგოლ გეგელია