LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან ისევ დაპირისპირებაა

143
81394157-510272516513474-6744334604573868032-n

პარლამენტთან ისევ დაპირისპირება მოხდა. ამჯერად ერთმანეთს სამართალდამცველები და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დაუპირისპირდნენ, რის შედეგად ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.

ჩხარტიშვილი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პარლამენტის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის მოხდა დაპირისპირება.

მოძრაობა „შეცვალე“ გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს, სოლიდარობას უცხადებს.

ასევე აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ იმ ტერიტორიაზე ცდილობდნენ მისვლას, სადაც რამდენიმე დღის წინ კარვები იყო გაშლილი, დღეს კი გასართობი სივრცეა მოწყობილი.

სამართალდამცვლელები ამის საშუალებას აქტივისტებს არ აძლევენ.

ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებას უკვე გამოეხმაურა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

“კვლავ დააკავეს ლაშა ჩხარტიშვილი. ამას უკვე ხელისუფლების საახალწლო და საბოლოო ფინალი ქვია. როგორც ჩანს აზროვნების უნარიც საბოლოოდ დაკარგული აქვთ. პოლიციის პრესტიჟს მაინც რას ერჩით..” – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები