Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პარლამენტთან ერთად ვიმუშავებ, რომ დამოუკიდებლობა იყოს გამყარებული – ირაკლი მექვაბიშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან ერთად ვიმუშავებ, რომ დამოუკიდებლობა იყოს გამყარებული – ირაკლი მექვაბიშვილი

82

გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილი ირაკლი მექვაბიშვილი ახალ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში გამოწვევებს ელის.

მოსალოდნელი გამოწვევების თაობაზე მან ოპოზიციონერი დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის, კითხვის პასუხად გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ნადირაშვილმა უმცირესობის სხდომაზე აღნიშნა, რომ დღეს მთავარი გამოწვევა არის კორუფცია, ბიუჯეტის უკანონოდ ხარჯვა და ნეპოტიზმი. აქვე ნადირაშვილმა წინა გენერალურ აუდიტორთან, ლაშა თორდიასთან, დაკავშირებული ინციდენტი გაიხსენა და განაცხადა, რომ, როცა თორდიას მიერ გადადგმული ნაბიჯები მთავრობის ერთ-ერთ კლანს არ მოეწონა, ის სცემეს.

ნადირაშვილმა მექვაბიშვილს მიმართა კითხვით, თუ როგორ აპირებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და სახელმწიფო აუდიტორის სამსახურისთვის სახის შენარჩუნებას. ნადირაშვილმა მექვაბიშვილს ასევე მიმართა, გადის თუ არა ფიზიკურ მომზადებას სავარჯიშო დარბაზში.

არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემთვის არის გამოწვევა, მაგრამ შინაგანად, მორალურად მზად ვარ, ეს გამოწვევა მივიღო და გავუმკლავდე, მათ შორის ფიზიკურადაც. სავარჯიშო დარბაზში დავდივარ, ისე ხშირად არა, როგორც მინდა, მაგრამ მაინც დავდივარ. რაც შეეხება დამოუკიდებლობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობა არის კანონით დაცული, პარლამენტთან ერთად ვიმუშავებ, რომ დამოუკიდებლობა იყოს გამყარებული. ეს არის მნიშვნელოვანი, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები