LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან აქციაზე გიგი უგულავას ბოთლები ესროლეს და მის წასვლას ითხოვენ

1070
pjimage-2

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ გიგი უგულავამ დემონსტრაცია დატოვოს. ისინი უგულავას მისამართით გაიძახიან „წადი, წადი“.

აქციის რამდენიმე მონაწილემ უგულავას მისამართით ბოთლები ისროლა. აღნიშნული ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, როდესაც გიგი უგულავა სატელევიზიო ჩართვას აპირებდა. აქციის მონაწილეები პოლიტიკური პარტიის ლიდერებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ პარტიული შინაარსის განცხადებებისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები