LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტზე მსჯელობა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს

74

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.

თბილისის მერი, კახა კალაძე, თანაგუნდელებთან ერთად „ქართული ოცნების” დეპუტატებს ხვდება.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ პარლამენტში დანიშნული შეხვედრა საკრებულოსა და პარლამენტის თბილისის მაჟორიტარების მონაწილეობით უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრაში „ქართული ოცნების” არამაჟორიტარი დეპუტატებიც იღებდნენ მონაწილეობას.

შეხვედრაზე დედაქალაქის დეპუტატები პარლამენტიდან და სრულად საკრებულო მიიღებს მონაწილეობას, თუ ოპოზიცია არ არის, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ გვქონდა სურვილი, დღევანდელ შეხვედრაზე ყოფილიყო საკრებულოს ოპოზიცია, თუმცა მათ რეალურად არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. ელემენტარულად კითხვებსაც ვერ სვამენ დოკუმენტთან დაკავშირებით, რადგან დოკუმენტს არ იცნობენ. ჩვენი მხრიდან იყო არაერთი მცდელობა, რომ ჩართულიყვნენ ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღების პროცესში. მათ ეს არ ისურვეს, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

შეხვედრაზე ოპოზიციის დაუსწრებლობასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, განმარტა, რომ დღეს მოწვეული იყო თვითმმართველობის კომიტეტის სრული შემადგენლობა.

შეხვედრა პარლამენტში მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.