LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარლამენტში მე ვსაუბრობდი ქართულ აფროსნობაზე, როდესაც ქალებმა აფრები აუშვეს. სამინისტრომ აფროსნებისთვის შეიძინა ხუთი ცალი ოლიმპიური ნავი, რომლითაც შემიძლია, ისინი გავასეირნო“ – თეა წულუკიანი

145
Untitled design (7)

„პარლამენტში მე ვსაუბრობდი ქართულ აფროსნობაზე, როდესაც ქალებმა აფრები აუშვეს,“– ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დიდი ბრძოლა მიმდინარეობს.

„ეს არ არის რომელიმე ჩვენგანის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და იმ ღირებულებების გასანადგურებლად, რომელშიც ჩვეულებრივ ინსტრუმენტებად არიან გამოყენებულები იმ ქალების გუნდი, რომელიც გარშემო მეხვია.

მე ვსაუბრობდი ქართულ აფროსნობაზე, როდესაც ქალებმა აფრები აუშვეს. პირველად ქართული აფროსნობის ფედერაციის ისტორიაში, სამინისტრომ აფროსნებისთვის შეიძინა ხუთი ცალი ოლიმპიური ე.წ. ლაზერის კლასის ნავი, რომლითაც შემიძლია, ეს ქალები გავასეირნო. მეტი არ ვიცი, როგორ შეიძლება, ისინი დავაწყნაროთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენდნენ, ხმაური იყო. იმ დროს, როდესაც თეა წულუკიანი ტრიბუნასთან იდგა, ოპოზიციის წარმომადგენლები, თინა ბოკუჩავა, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი მასთან მივიდნენ, ბანერი გაშალეს და თეა წულუკიანს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები