LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში გია გაჩეჩილაძემ და გიორგი ვაშაძემ იჩხუბეს (ვიდეო)

227

პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და პარტია ”ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უცენზურო სიტყვებით მიმართეს. მათი გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს მოუხდათ.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დაბა კაზრეთში შექმნილ ვითარებას განიხილავენ .

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გია გაჩეჩილაძემ კაზრეთში შექმნილ მდგომარეობაზე, მათ შორის ყოფილი ხელისუფლების პერიოდში იუსტიციის სამინისტრო ანტიკონსტიტუციური კანონის შემუშავებაში დაადანაშაულა, რასაც გიორგი ვაშაძის გაღიზიანება მოჰყვა.

“თქვენ წერდით ამ კანონებს”,- მიმართა მას გია გაჩეჩილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები