საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა მიმდინარეობს.
შეხვედრა პლენარული სხდომების კვირაში იმართება და მასზე პარტიის წევრები პლენარული სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობენ.
იმსჯელებენ თუ არა პარლამენტში შეკრებილი ფრაქციის წევრები მიმდინარე პოლიტიკურ და ოპოზიციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჯერჯერობით უცნობია.
სხდომა დახურულ ფორმატში იმართება.
პარალელურად, შეგახსენებთ, დღეს, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში გაემგზავრა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე ნატოში.
ამის პარალელურად, საქართველოში იმყოფება ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ დიალოგში, მედიატორად დაინიშნა.
დანიელსონი დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდა.