პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მოუსმენს.
აღნიშნულ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები შესთავაზა. მათთან გასაუბრება კომიტეტის ფარგლებში დღეს, 11 თებერვალს გაიმართება.
შეგახსენებთ რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული სამსახურის ბაზაზე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უწყება – პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეიქმნება.