LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტს მოვუწოდეთ, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეაჩეროს: ჰარცელი

38
კარლ ჰარცელი

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, ჩემი მოსაზრება რამდენჯერმე უკვე გამოვხატე. ჩვენ მოვუწოდეთ პარლამენტს, რომ შეაჩეროს ეს პროცესი და იფიქროს არსებულ ვითარებაზე იქამდე, სანამ მომავალ ნაბიჯებს გადადგამს და ვიმედოვნებ, რომ ეს ასე მოხდება.” – ამის შესახებ საქართველოში ვროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

როგორც ჰარცელმა აღნიშნა, კარგი იქნება, თუ მოლაპარაკებები 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე სრულად შესრულდება.

მისივე განცხადებით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ ეს დისკუსიები ისე მიმდინარეობს, როგორც ამას საქართველოს მოქალაქეები მოელიან:

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე მე რამდენჯერმე უკვე გამოვხატე ჩემი მოსაზრება. ჩვენ მოვუწოდეთ პარლამენტს, რომ შეაჩეროს ეს პროცესი და იფიქროს არსებულ ვითარებაზე იქამდე, სანამ მომავალ ნაბიჯებს გადადგამს და ვიმედოვნებ, რომ ეს ასე მოხდება. კარგი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ მოლაპარაკებებისა და წინსვლის სულისკვეთება 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე სრულად შესრულდება.

ჩემთვის აბსოლუტურად ცხადია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც უკავშირდება 19 აპრილის შეთანხმებას, იყო ის, რომ კრიზისის სულისკვეთება პარლამენტში შესვლისა და პოლიტიკური დღის წესრიგის წამოწევის სულისკვეთებით შევცვალეთ. ეს ცალსახად ფუნდამენტურია და ვფიქრობ, რომ ეს სულისკვეთება შენარჩუნებული უნდა იყოს. ეს დისკუსიები უნდა გაგრძელდეს მოსამართლეებთან დაკავშირებით და ასევე, სხვა თემებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, დავინახოთ, რომ ეს დისკუსიები მიმდინარეობს პარლამენტში ისე, როგორც ამას საქართველოს მოქალაქეები მოელიან.” – თქვა ჰარცელმა.

მოსამართლეთა დანიშვნის შემთხვევაში ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს – ხაზარაძის ინიციატივა