LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა ისევ გადადო

105

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხის კენჭისყრა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზეც გადადო. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით უმრავლეოსობას შორის შიდა კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. „იყო მსჯელობა პრეზიდეტის  წარმომადგენელთან, ბატონ აბაშიშვილთან, თავად მოსამართლეობის კანდიდატებთან. ისინი კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გაგებით ეკიდებიან იმას, რომ მაღალი კვორუმის საჭიროების მქონე საკითხზე კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება“,- განაცახდა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასამტკიცებლად დეპუტატთა 76 ხმაა საჭირო. პრეზიდენტის მიერ უზანაესი სამსამრთლოს წევრებად წარდგენილი არიან ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა.