LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა კიდევ 4 მოსამართლე

90
uzenaesi sasamartlo

პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი და გენადი მაკარიძე.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით:

გენადი მაკარიძემ მიიღო 81 ხმა, ხუთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო;

ნინო სანდოძემ 80 ხმა მიიღო, ხუთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო;

თამარ ოქროპირიძემ მიიღო 81 ხმა, ხუთმა დეპუტატმა კი მის წინაღმდეგ მისცა ხმა;

თეა ძიმისტარიშვილმა 81 ხმა მიიღო, ხუთი წინააღმდეგ წავიდა.

კანდიდატებს მანამდე მხარდაჭერა გამოუცხადეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების შერჩევის პროცესი არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო ინსტიტუტებმა გააკრიტიკეს.

კენჭისყრის მიმდინარეობისას, პარტიების – “ლელოსა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სასესიო დარბაზი დატოვეს.

შეგახსენებთ, 5 თვის წინ, 2021 წლის 12 ივლისს, პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერით, უზენაეს სასამართლოში ასევე უვადოდ გამწესდა კიდევ 6 მოსამართლე. 

 

ოპოზიცია: „ოცნებამ“ საბოლოოდ მოაწერა ხელი ადეიშვილი-მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს გადმობარებას