LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

145
1645089160-პარლამენტი-სესია

საქართველოს პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ახლად მიღებული კანონით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესი იცვლება.

გაწვევას სასამართლო სარჩელი ვეღარ შეაჩერებს და დისტანციური სწავლა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი აღარ იქნება. მეორე მოსმენისას დაზუსტდა, რომ აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც 2024 წლის პირველ იანვრამდე ონლაინ სტუდენტის სტატუსი ექნებათ.

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ავტორიც თავდაცვის სამინისტრო, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა, პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილებოდა. პირველი მოსმენა – გუშინ, მეორე და მესამე მოსმენა კი დღეს გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები