პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებად ნინია კაკაბაძე და იზაბელა ოსიპოვა აირჩია.
სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ იზაბელა ოსიპოვას მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭრია, ოპოზიციის მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძეს კი – 55-მა დეპუტატმა.
უმრავლესობამ რამდენიმე დღის წინ, ამ პოზიციაზე, უმცირესობის მიერ წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო. ამის მიუხედავად, ოპოზიციამ გადაწყვეტილება არ შეცვალა და ნინია კაკაბაძის კანდიდატურა მეორედ წარადგინა.