პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შემდეგ შექმნილი ორი ახალი სამსახურის – პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელები აირჩია.
საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ლელა ჯანაშვილი გახდა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი კი კოკა კაციტაძე.
ლელა ჯანაშვილი და კარლო კაციტაძე ახალი სამსახურების ხელმძღვანელის პოსტებზე 6 წლის ვადით აირჩიეს.
შეგახსენებთ, აღნიშნული სამსახურები ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე, რომელიც გაუქმდა.
ცნობისათვის, სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.