LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა ოპოზიციის ამნისტიის პროექტი ჩააგდო

58
1552945975-პარლამენტის-სხდომა

საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს “ამნისტიის შესახებ” მხარი არ დაუჭირა.

ინიციატივას მხარი 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი 61 დეპუტატი წავიდა.

შეგახსენებთ, ინიცირებული პროექტის მიხედვით, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის ორ მუხლს ეხება:

⚫  225-ე მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილს:

1. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა;

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა (ამ მუხლით ბრალდებულები არიან 20 ივნისის აქციის მონაწილეები);

⚫  333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტს:

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით – გარდა იმ პირისა, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს;

ასევე, 333-ე მუხლით ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებზე ამნისტია ვრცელდება დაზარალებულის ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ” “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტი ორი მოსმენით მიიღო.