LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა

133
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია.

კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.

ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა. კენჭისყრასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რათა ცხადი გამხდარიყო, რომ ისინი კანდიდატებს ხმას არ აძლევდნენ.

„ფული მარტო ჯოჯოხეთს კი არ ანათებს, ზოგიერთი ოპოზიციონერის ტვინსაც აბნელებს, თუ რა თქმა უნდა, ეს არ იყო კომპიუტერული მანიპულაცია, ეს უნდა იყოს გამოძიებული და შესწავლილი.

კანდიდატებს 5-მა წარმომადგენელმა მისცა ოპოზიციიდან ხმა ან მოხდა კომპიუტერული მანიპულაცია, პროგრამა უნდა იქნეს შესწავლილი და თუ რომელიმე ოპოზიციონერმა მისცა ხმა, ეს უნდა თქვას, რადგან ეჭვი რჩება ძალიან ბევრზე.

ჩვენ გამოვიყენეთ სწორი მეთოდი, გამოვედით დარბაზიდან და ვთქვით, დაე, დარჩნენ ისინი და გამომჟღავნდეს ვინ არიან, ვინც ხმას აძლევენ ამ კანონს, მაგრამ ერთმა-ორმა, რომელიც იქ დარჩა, თქვა, რომ ხმა არ მიუცია, მაგრამ ჩვენს მოწოდებას არ დაემორჩილა, ამისაც მჯერა.

ვინც დარჩა, ეს არ ნიშნავს, რომ ის არის აუცილებლად ეჭვმიტანილი. ერთი ადამიანის, რომელმაც მითხრა, რომ იქ დარჩა და ხმა არ მიუცია, მჯერა. ზემოდან იღებდნენ კამერები. ვინც დარჩა ვერ ვიტყვი რომ ისინი არიან მაინცდამაინც, არ შეიძლება დაბრალება,“ – განაცხადა გოცირიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობა და ოპოზიცია საერთო მხარდაჭერის მქონე კანდიდატებზე უნდა შეთანხმებულიყო.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, ოპოზიციის მოქმედება საბოტაჟია, ჩააგდოს კანდიდატები.

აღსანიშნავია, რომ თითქმის 2 წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტურია. პარლამენტს მის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ასარჩევად სულ 31 კანდიდატი წარედგინა, მათგან 2-მა – ანა აბაშიძემ და გიორგი ბურჯანაძემ მოგვიანებით კანდიდატურები მოხსნეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები