LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

33
პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავალი 1.2 მილიარდი ლარით იზრდება.

ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.

განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზების ცვლილებების მიხედვით:

◼ რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი,მანამდე არსებული 6%-ის ნაცვლად, 8.5%-მდე იზრდება;

◼ ფაქტიური მაჩვენებლების გათვალისწინებით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 10,5%-ს შეადგენს;

◼ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 72.2 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება;

◼ ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1 266,0 მლნ ლარით იზრდება.

გაზრდილი შემოსავლებიდან 710 მლნ. ლარი სახელმწიფოს მიერ არსებული ვალების შემცირებას,  507 მლნ. ლარი ki სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსების გაზრდას მოხმარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები