LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის წინ დაკავებების შემდეგ აქცია გრძელდება

128
70548369-384364662168730-262977656373379072-o

პარლამენტის წინ სიტუაცია დაძაბული იყო.  პოლიციამ სამი პირი, მათ შორის ბეჟან გუნავა დააკავა მას შემდეგ რაც სამართალდამცველებსა და “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა.

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განმარტებით, პარლამენტის წინ სამივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

მისივე თქმით, მოქალაქეთა ჯგუფი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა მოთხოვნებს.

პარლამენტის შენობის წინ კი აქცია „სირცხვილია“ გრძელდება.

აქციის ორგანიზატორები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებენ და არ გამორიცხავენ, რომ შეიცვალოს მათი მოთხოვნები და სამოქმედო გეგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები