„პარლამენტის თავმჯდომარემ კარი მოუჯახუნა ყველა ოპოზიციურ პარტიას და თქვა, რომ ჩვენ განსაზღვრული გვაქვს უკვე რა უნდა მივიღოთ, ამიტომ კომისიაში საუბარს, დიალოგს, არგუმენტაციას აზრი დაუკარგეს,”-ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით განაცხადა.
უმცირესობა განხილვაში ჩართვას არ აპირებს და პროცესს ბოიკოტს უცხადებს.
“ჩვენ წინა კომისიაში ვნახეთ, რომ ისინი კომისიის შიგნით ან საჯარო განხილვებზე ლაპარაკობდნენ ერთს, მაგალითად ამბობდნენ, რომ 2020 წელს ქვეყანა გადავა პროპორციული სისტემით არჩევნებზე და ბოლო მომენტში მერე ცვლიან საკვანძო საკითხებს. ატყუებენ არა მარტო ქართულ საზოგადოებას, არამედ ვენეციის კომისიაც კი გაკვირვებული დარჩა და იმედგაცრუებული საბოლოოდ,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.