LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა – პაპუაშვილის განცხადებით, მიკროფონს გაუთიშავს ყველას, ვინც უმრავლესობის კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებს

147
შალვა პაპუაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილს მანდატურებს ელისაშვილის დარბაზიდან გაყვანისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ისევ დააინიცირებს

ელისაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტს რუსული უწოდა, რის გამოც შალვა პაპუაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და განაცხადა, რომ ის ანტიქართული პროპაგანდას ეწევა.

ასევე ნახეთ

„არ ასვენებთ გამჩენი. ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ ამ რუსებთან და ისინი ავალდებულებენ, თორემ ახსნა ლოგიკური და ნორმალური ამას არ აქვს, რაც დღეს ხდება“.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის ყველას გაუთიშავს მიკროფონს, ვინც აღნიშნულ კანონპროექტს რუსულს უწოდებს.

„ეს არის ანტიქართული პროპაგანდა. რომელსაც თქვენ ახლა ეწევით ქართულ პარლამენტში. ამის ძახილის უფლებას არ მოგცემთ. ყველასთან გავთიშავ მიკროფონს, ვინც რუსულ კანონს გამოიყენებს. ანტიქართულ პროპაგანდას დაანებეთ თავი. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს, შარშან გაგივიდათ, წელს არ გამოგივათ.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

ბატონო ალეკო, ეს პათეტიკა აღარ გაგივათ, მორჩა. ეს ტყუილი, რაც თქვენ აკადრეთ ქართველ ხალს შარშან, წერტილი დაესვა. ხვდებით თქვენ თვითონაც, რომ აღარ გაქვთ ამისი თქმის მორალური უფლება“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„მართლებს არასდროს არაფრის ეშინიათ – უკიდურესი პროვოკაციების რისკებს დავაზღვევთ, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც – უნდა ვაღიაროთ, შარშან კომუნიკაციაში ბოლომდე გამართულები ვერ ვიყავით“ – მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიციირებაზე