LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტთან შეხვედრას ვენეციაში ვიზიტის გამო ვერ დაესწრება

22

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციაში ვიზიტის გამო ვერ დაესწრება.

პარლამენტის თავმჯდომარე  6 ოქტომბერს “ვენეციის კომისიის” პლენარულ სხდომას დაესწრება.

როგორც ირაკლი კობახიძემ გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი “ვენეციის კომისიისგან” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დადებით დასკვნას ელოდება.

“გვექნება შეხვედრები “ვენეციის კომისიის” პრეზიდენტთან და ასევე მის გენერალურ მდივანთან, გვექნება საუბარი კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მესამე მოსმენით მიღებულ რედაქციასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, ვისაუბრებთ იმ ტექსტზე, რომელიც დამტკიცდება “ვენეციის კომისიის” მიერ პლენარულ სხდომაზე. მოლოდინი, რა თქმა უნდა, არის პოზიტიური, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინასწარი დადებითი დასკვნა ჩვენს დოკუმენტთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება ის დასკვნა, რომელიც იყო წარმოდგენილი. მხოლოდ მცირე ცვლილებები შეიძლება, შევიდეს ამ დასკვნაში. აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის, რა თქმა უნდა, პოზიტიური.

“რაც შეეხება მოლაპარაკებას, რომელიც გაიმართება დღეს უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის, ის შეეხება იმ ორ საკითხს, რომელიც არის მოაზრებული ჩვენი და “ვენეციის კომისიის” შეთანხმებით,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები