LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის საშემოდგომო სესია მიმდინარე კვირას დასრულდება

პარლამენტი

საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობას მიმდინარე კვირას დაასრულებს. რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

იმის გათვალისწინებით, რომ 19-21 დეკემბრის პერიოდი რიგგარეშე კვირაა, მოწვეული იქნება რიგგარეშე სხდომები.

საშემოდგომო სესიის დახურვის შემდეგ დეპუტატები 26-28 დეკემბერს სავარაუდოდ, კიდევ მოიწვევენ რიგგარეშე სხდომას, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში მუშაობას დაასრულებს და თბილისში დაბრუნდება.

როგორც ცნობილია, მმართველმა გუნდმა აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი რეგლამენტის დამტკიცებისას მიიღო, როცა პარლამენტის ადგილმდებარეობად თბილისი განსაზღვრა.