LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო 16:00 საათამდე გადაიდო

პარლამენტი

პარლამენტის პლენარული სხდომა 16:00 საათამდე გადაიდო – აღნიშნული გადაწყვეტილება სხდომის წამყვანმა გია ვოლსკიმ მიიღო.

გია ვოლსკის განცხადებით, მორიგი რეგისტრაცია 16:00 საათზე ჩატარდება. მისი თქმით, დეპუტატთა ნაწილმა რეგისტრაცია ვერ გაიარა, ნაწილი დაბრაზიდან გავიდა, ასევე ტექნიკური მიზეზები არსებობს, რის გამოც რეგისტრაცია დღის მეორე ნახევარში ჩატარდება.

„ეს პოლიტიკური პროცესია, თუ სხვა მიზეზები არსებობს, არ ვიცი, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რეგისტრაცია 16:00 საათზე ჩატარდება,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკი ფრაქციის ხელმძღვანელებს მოუწოდებს, დეპუტატთა სრული მობილიზაცია მოახდინონ.

დღევანდელ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა იგეგმება, რომელსაც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი წარუდგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები