LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი ავტობუსებია მობილიზებული

111
1

პარლამენტის წინ, აქციის მიმდინარეობის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გვერდით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში, მობილიზებულია ყვითელი ავტობუსები.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსებში საპოლიციო ძალები იმყოფებიან.

აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ყვითელი ავტობუსებით სპეციალური დანიშნულების რაზმების მობილიზება ხდება. მისივე თქმით, ეს აქციის მონაწილეების პრობლემა არ არის, რადგან სიმართლე მათ მხარესაა და არ ეშინიათ:

“ჩვენ ვხედავთ, რომ ყვითელი ავტობუსებით ხდება სპეციალური დანიშნულების რაზმების მობილიზება. ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ მართალი ხალხი ვართ! ეს არის თქვენი საბოლოო ჩასვრა! ეკიპირებული სპეცრაზმელები გამოგყავთ მშვიდობიან მომიტინგეებთან, მოძალადეებთან გამოიყვანეთ 10 პატრულის მანქანა.” – თქვა გვარამიამ.

შეგახსენებთ, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ წუთებში კი პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.