LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იწყება

83
პარლამენტი

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ადგილზე იმყოფებიან მედიასაშუალებების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები და ისინი კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უცვლელი რჩება – გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების ჯგუფები.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა გადაიკეტა.

მოქალაქეები აქციის ორგანიზატორების გამოსვლებს ელოდებიან, სწორედ ამის შემდეგ გახდება მათი სამოქმედო გეგმა ცნობილი.

შეგახსენებთ, მეორე დღეა საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციები იმართება.

გუშინ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ვადას დილის 12:00 საათამდე აძლევდა, რათა აეღო პასუხისმგებლობა ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და ასევე თანამდებობიდან გადამდგარიყო პრემიერ-მინისტრი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქცია კვლავ განახლდებოდა პარლამენტთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები