პარლამენტმა გრეტა წიწავას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას კენჭი უყარა. საკითხს მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.
„ქართული ოცნების“ სიის მიხედვით, გენდერული კვოტირების გათვალისწინებით, გრეტა წიწავა თამარ ტალიაშვილის ადგილმონაცვლე გახდა.
გრეტა წიწავა წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მედიასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელია.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოში დანიშვნის გამო, თამარ ტალიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.