“არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ კვლავ და კვლავ ვაცხადებთ, ყველა პარტიამ, რომელიც შესულია პარლამენტში, დატოვოს პარლამენტი. როგორც კი პარლამენტში იქნება 100 დეპუტატზე ნაკლები, ავტომატურად დაინიშნება ვადამდელი არჩევნები… ვინც არ დატოვებს პარლამენტს, მკაფიო იქნება, რომ ის გარიგებულია “ქართულ ოცნებასთან”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ეს არის.
შეგახსენებთ, ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმაც – საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გუშინ, ქვეყნის მმართველმა გუნდმა “შარლ მიშელის შეთანხმება” ანულირებულად გამოაცხადა.