LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი ვენეციის კომისიას ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის საბოლოო ვარიანტს გადაუგზავნის

99

საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიისთვის ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის საბოლოო ვარიანტის გადაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე,  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გახსნილ რეჟიმში მუშაობა და ყველა შემოტავაზება იყო განხილული, პლენუმის კვორუმის გარდა. ” საინტერესო იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა. ჩვენ ამ პაკეტს თავისი განმარტებითი ბარათებით ვუგზავნით ვენეციის კომისიას და დაველოდებით მის დასკვნას.  მის რეკომენდაციებზეც ვიმუშავებთ ერთად”, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტმა დღეს ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები