LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი თბილისში დაბრუნდება – რა განთავსდება ქუთაისის შენობაში?

178

საქართველოს პარლამენტი საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან დედაქალაქში გააგრძელებს – ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დაადასტურა.

როგორც მან აღნიშნა, ქუთაისში მდებარე შენობა უფუნქციოდ არ დარჩება და ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა, რის თაობაზეც განცხადებას უწყება თავად გააკეთებს.

„პარლამენტის ორ შენობაში მუშაობა საკმაოდ გართულებულია. როგორც ინსტიტუციას ეს ძალიან აზიანებს. ეს დამატებით ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. როცა პარლამენტარიზმისა და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება გვინდა, მთავრობისა და პარლამენტის სხვადასხვა ქალაქში ყოფნა ამ საქმეს ძალიან ართულებს.

იმისათვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და ხარჯები შემცირდეს, გადაწყვეტილება ადგილმდებარეობაზე მივიღეთ, რომ ეს იყოს თბილისი. შენობას თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება, შს სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს, რომელიც აპირებს, რომ ერთგვარი ჰაბისთვის გამოიყენოს და სერიოზული გეგმები აქვს. შენობა უფუნქციოდ არ დარჩება,” – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო თბილისში საქმიანობას 2019 წლის იანვრიდან დაიწყებს.

ყოფილი სპიკერის, დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებით, 2014 წელს საპარლამენტო კომიტეტებმა საქმიანობა თბილისში დაიწყეს. განხორციელდა ილია ჭავჭავაძისა და პირველი რესპუბლიკის დარბაზების რეაბილიტაცია. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სხდომათა დარბაზსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები