LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს ნდობას გამოუცხადებს

74
133015038-1886028618201700-1143911595864970816-o

პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს ნდობას გამოუცხადებს. პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებს რიგგარეშე სესიაზე მოუსმენენ. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

გიორგი გახარიას კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრი იქნება. იუსტიციის სამინისტროს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაიბარებს. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად უცვლელად წარედგინა. ამასთან, არ არის გამორიცხული, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებაც განხორციელდეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის მიმართულება ისევ ცალკე გამოეყოს.

რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას – მისი ძირითადი ნაწილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ეთმობა. ახალი მთავრობის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში შემდეგი შემადგენლობით შევიდა:

  • პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი
  • იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე
  • შინაგან საქმეთა მინისტრი –ვახტანგ გომელაური
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი
  • ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი
  • თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები