პარლამენტი ხვალ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს.
უჩა ნანუაშვილი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით 2015 წლის განმავლობაში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს.
სახალხო დამცველმა დაახლოებით 1260 გვერდისგან შემდგარი დოკუმენტი პარლამენტს 31 მარტს წარუდგინა.
ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ორ ეტაპად განიხილა და ის ხვალ პლენარულ სხდომაზე გავა.