დღეს პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავენ. 15 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს.
რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 6.0%-ს შეადგენს, ხოლო 2022-2025 წლებში საშუალოდ 5,5%-ს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მცირდება ვალების მოცულობა.
ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გათვალისწინებულია პენსიების და საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირებისთვის ხელფასების 10%-იანი ზრდაც.