პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ 2022 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ორ ფუნდამენტურ რეფორმაზე იწყებს მუშაობას.
მათ შორისაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მომწესრიგებელ ახალ კოდექსზე მუშაობა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალი კოდექსით სისტემურად მოწესრიგდება კანონის არსებული დებულებები და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავდება შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი მკაფიო ნორმები.
როგორც იცით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის ერთ-ერთი ის კანონი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშია მიღებული, 1984 წელს.
სიმართლისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ მისი უდიდესი ნაწილი უკვე შეცვლილია და მორგებულია თანამედროვე რეალობას, თუმცა, თავისთავად, ეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცის გამოწვევაა, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ მიიღოს ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც მხარდაჭერის გამოსახატად კიევს ესტუმრა