LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს უყრის კენჭს

74
BeFunky-collage (3)

2021 წლის ბიუჯეტი დღეს უნდა დამტკიცდეს. ხმის მიცემის პროცესში მხოლოდ უმრავლესობა მონაწილეობს.

2021 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. მიმდინარე წელთან შედარებით თითქმის მილიარდნახევრით არის შემცირებული შემოსავლები, თავდაპირველი 5%-იანი მაჩვენებლის ნაცვლად კი ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის 4.3%-იანი მაჩვენებელია ნავარაუდები.

პრიორიტეტად ისევ რჩება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება.

“მესამე კვარტალია ქვეყანა არის რეცესიაში. მიუხედავად ამისა და გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკების ფონზე, ბიუჯეტში არის ჩადებული ყველა ის სოციალური ვალდებულება, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, მათ შორის რისკების გადაზღვევა, რაც ჩვენს თანამემამულეებს ესაჭიროება, ბიზნესისათვის მხარდაჭერის პროგრამაზე, ამისათვის გამოყოფილია 5 მილიარდზე მეტი მარტო ჯანდაცვის სამინისტროს კოვიდპროგრამებისათვის. ეს თითქმის 30%-ზე მეტი არის სახელმწიფო ბიუჯეტის,” – აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები