მსოფლიო კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას სწავლობს და სხვადასხვა დაწესებულებები სოციალური დისტანციის დასაცავად ინოვაციური გზების მოფიქრებას ცდილობენ. პარიზელები ამ საკითხში ძალიან კრეატიულები აღმოჩნდნენ და რეგულაციის შესასრულებლად დიდი დათუნია ტედი გამოიყენეს.
ღია კაფის ფოტო, სადაც მართლაც გენიალური იდეაა ასახული, ინტერნეტში ძალიან სწრაფად გავრცელდა და სრული აჟიოტაჟი გამოიწვია. რბილი სათამაშო იმდენად დიდია, რომ მთელ სკამს იკავებს და სტუმრებს შორის საჭირო დისტანციას უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ საინტერესო იდეები სხვა ქვეყნებშიც გაუჩნდათ, მაგალითად გერმანულმა კაფემ სტუმრებს დისტანციის დასაცავი ქუდები დაახურა, ამერიკაში სტუმრებს პოლიეთილენის პარკები გადააფარეს,ხოლო ნიდერლანდებში უფრო ელეგანტურები აღმოჩნდნენ და თითოეული მაგიდისთვის მინის სათბური ააშენეს.