გასულ კვირას მერილ სტრიპმა ახალი ფილმი „საიდუმლო დოკუმენტები“ შემოქმედებით გუნდთან ერთად ლონდონში წარადგინა. ოსკაროსანი მსახიობი ლონდონურ პრემიერაზე ალექსადრე მაკქუინის შავ ანსამბლში გამოჩნდა. ამჯერად კი „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი ფილმი 68 წლის სტრიპმა, ტომ ჰენქსთან და სტივენ სპილბერგთან ერთად პარიზში წარადგინა. ფრანგულ პრემიერაზე მსახიობმა არჩევანი ფრანგული ბრენდის, „ლანვინის“ სამოსზე შეაჩერა და წითელ ხალიჩაზე ბრენდის შავი ბლუზით გამოჩნდა. კლასიკურ ანსამბლში მივიდა პრემიერაზე ტომ ჰენქსიც.
შეგახსენებთ, რომ კინოსურათი Washington Post-ის საქმიანობაზე გვიყვება და ის რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. მერილ სტრიპი ფილმში გაზეთის პირველ ქალ გამომცემელს, კეტრინ გრეჰემს განასახიერებს.